თურმანიძე + მალამო ანტისეპტიკური
ანტისეპტიკური მარეგენირებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება

ჩვენებები: გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

პროქტოლოგიაში ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი,.
მეანობაში კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.

მოხმარების წესი ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებების ხარისხზე.

სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.
გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი.
წამლის ფორმა 25 გრ. ალუმინის ტუბები, ვიზუალურi დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის ვადა 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-150C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი: შპს ,,თურმანიძე პლიუსი კოსტავას 75, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2 381487 +995 5 99 118181
www.turmanidzeplus.ge

 

Copyright 2012 TURMANIDZEPLUS All rights reserved.

Created by: GTSTUDIO