თურმანიძე + მალამო დამწვრობისთვის
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს დამწვარ ზედაპირს ჩირქოვანი ნადებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.

ფარმაკოკინეტიკა: არ ხასიათდება რეზორბციული მოქმედებით.
ჩვენებები: I, II, III, IIIა ხარისხის დამწვრობები, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებს დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკისთვის. დამწვრობის გარდა გამოიყენება წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.

მოხმარების წესი : მოხმარების წესს გაეცანით პრეპარატის გამოყენებამდე. დამწვარ ზედაპირს ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე.
სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთ-ქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა, ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.
გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი
წამლის ფორმა 25გრ. ალუმინის ტუბები. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის ვადა 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-150C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

მწარმოებელი: შპს ,თურმანიძე პლიუსი, კოსტავას 75, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2 381487 +995 5 99 118181
www.turmanidzeplus.ge

 

Copyright 2012 TURMANIDZEPLUS All rights reserved.

Created by: GTSTUDIO