ანტისეპტიკური მარეგენირებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება
ჩვენებები: გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
პროქტოლოგიაში – ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი,.
მეანობაში – კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში – საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.
მოხმარების წესი – ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში – ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში – ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებების ხარისხზე.
სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.
გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი.
წამლის ფორმა – 25 გრ. ალუმინის ტუბები, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის ვადა – 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-15 0 C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
მწარმოებელი: შპს ,,თურმანიძე პლიუსი’’ კოსტავას 75, თბილისი, საქართველო