მალამო დამწვრობისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს დამწვარ ზედაპირს ჩირქოვანი ნადებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.

ფარმაკოკინეტიკა: არ ხასიათდება რეზორბციული მოქმედებით.

ჩვენებები: I, II, III, IIIა ხარისხის დამწვრობები, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებს დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკისთვის. დამწვრობის გარდა გამოიყენება წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.

მოხმარების წესი: მოხმარების წესს გაეცანით პრეპარატის გამოყენებამდე. დამწვარ ზედაპირს ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე.

სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთ-ქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა, ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთანმომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.

გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი

წამლის ფორმა – 25გრ. ალუმინის ტუბები. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის ვადა – 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-15 0 C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image