მალამო ნაწოლებისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ ეპითელიზაციას, ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა: არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება.

ჩვენება: სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების – ნაწოლების მკურნალობა.

გამოყენების წესი: დაზიანებული ზედაპირის – ნაწოლის სათანადო დამუშავების შემდეგ, დაიდეთ სამფენა მარლაზე თხლად წასმული მალამო ორჯერ დღეში.

სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.

გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი.

წამლის ფორმა – 30-40გრ პოლიმერული მასალის კონტეინერში ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის ვადა – 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-15 0 C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image