მალამო ჭრილობისთვის

ანტისეპტიკური მარეგენირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.

ფარმაკოკინეტიკა: არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება

ჩვენებები: გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

პროქტოლოგიაში – ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი,.

მეანობაში – კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.

გინეკოლოგიაში – საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.

მოხმარების წესი – ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.

პროქტოლოგიაში – ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.

გინეკოლოგიაში – ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებების ხარისხზე.

სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი გამოყენების შემთხვევები არ არის აღწერილი.

გვერდითი ეფექტები: არ არის დადგენილი.

წამლის ფორმა – 25 გრ. ალუმინის ტუბები, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის ვადა – 5 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას (8-15 0 C). ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი: შპს ,,თურმანიძე პლიუსი’’ კოსტავას 75, თბილისი, საქართველო

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image