ისტორია

10 საუკუნე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

საქართველოში გვარი თურმანიძე ოდითგანვე ხალხურ მედიცინასთან ასოცირდება. თურმანიძეები სამეფო კარის მკურნალ ექიმებად გვევლინებოდნენ. მათ შესახებ ისტორიულ წყაროებშიც უამრავი დოკუმენტური ინფორმაციაა შემონახული, რომელთა მიხედვითაც გვარი თურმანიძე პირველად XI საუკუნეშია ნახსენები. ამავე დროს მრავალ რომანსა თუ თხზულებაში გვხვდება სახალხო მკურნალის – თურმანიძის სახელი.

”ძირულა ადიდებულა, ყვირილას მიაქვს ხიდიო, ვისაც წამალი გინდოდეთ, თურმანიძესთან მიდიო”- (ხალხური)

თურმანიძეები სამოღვაწეო ასპარეზზე XI საუკუნეში გამოჩენილან. ამ მხრივ საინტერესოა “Biblioteca Armeno Georgica”, წიგნი III “აღაპნი ჯუარის მონასტრისანი იერუსალიმსა შინა” (გამოსცა ნიკო მარმა 1914 წელს), სადაც ხსენებული არიან ესენბუღა და ნინო თურმანიძეები. მათ შესახებ ცნობები მეორდება ცნობილ აკადემიკოს ელენე მეტრეველის მიერ გამოცემულ წიგნშიც – “მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის” ( XI-XIII ს). 

ნიკო მარს გვარი თურმანიძე სოფელ ტბეთში შეხვედრია (იხ. გამოცემა “გრიგოლ ხანძთელი” 1911წ. და თანდართული დღიურები, გვ.26), შემდგომ კი თურმანიძეები დასახლებულან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ – იმერეთში, სხვადასხვა ისტორიული მიზეზის გამო (ნიკო ბერძენიშვილი “დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან”, თ III, გვ.287თბილისი 1953 წ.).

იმ მოტივით, რომ საგვარეულო წესით მკურნალობაში ერთმანეთისთვის ნაკლები კონკურენცია გაეწიათ.

თედო ჟორდანიას “ქრონიკებში” (ტ. II) ნახსენები არიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები, საბუთი დათარიღებულია 1523 წლით, ეს უკანასკნელი “შაჰ ნამეს“ ქართული ვერსიის – “როსტომიანის” მთარგმნელად არის მოხსენებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თურმანიძეები არა მარტო ექიმობდნენ, არამედ მწიგნობრობდნენ კიდეც. 

მაღალი ქირურგიული ხელოვნების წყალობით მკურნალი თურმანიძეები მეფის არმიაშიც მსახურობდნენ, როგორც გაზეთი ”დროება” იუწყება: ”სერბიაში დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახული” (გაზეთი ‘”დროება”, 1876წ., 20 აგვისტო, #38). 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი ქართველი პოეტი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ჭავჭავაძე თურმანიძის მორჩენილი ყოფილა.

1854-1865 წლებში რუსეთ-თურქეთის ომისას თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი, ბეჟან თურმანიძე, სამედიცინო დამსახურებისათვის დაჯილდოებულ იქნა წმ. სტანისლავის III ხარისხის და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით. 

ქართველი მემატიანეები, მწერლები და პოეტები, უცხოელი მოგზაურები თავიანთ ნაშრომებში აღწერდნენ სასწაულმოქმედ თურმანიძის მალამოს, რომლის ირგვლივ არაერთი ლეგენდა არსებობს.

მათ შორის იყო ქართველი კათოლიკე მოძღვარი ვატიკანის კარზე – მიხეილ თარხნიშვილი, რომელიც წერდა, რომ  როდესაც იტალიელთა სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი (1807-1882) ფეხში მძიმედ დაიჭრა, იტალიელმა დასტაქრებმა ვერ შეძლეს მისი მორჩენა და ფიქრობდნენ ფეხი მოეკვეთათ; მისი განკურნება ვერც განთქმულმა რუსმა ქირურგმა ნიკოლაი პიროგოვმა (1810-1881) შეძლო.

მალაქია თურმანიძე

1856-1942

ამ დროს, როგორც ლეგენდა გვაუწყებს, მოაგონდათ ქართველი მკურნალი თურმანიძე, რომელიც ჩავიდა იტალიაში მოსაკვეთი ფეხი თავისი მალამოებით მოურჩინა ჯ.გარიბალდის და სრულ გამოჯანმრთელებამდე არ მოსცილებია მას.

XX საუკუნის დასაწყისში საბჭოთა მთავრობამ სახალხო მკურნალს – მალაქია თურმანიძეს მთელ საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ოფიციალური ნება მიანიჭა (1929წ).

ტრადიცია არც მალაქია თურმანიძის მემკვიდრეებმა დაარღვიეს. მისი ვაჟი – გიორგი თურმანიძე პირველი დიპლომირებული ექიმი იყო, რომელიც მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე პეტერბურგის(ლენინგრადის) სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მუშაობდა პროფესორ ი. ჯანელიძესა და ელანსკისთან, სადაც წარმატებით აწარმოებდა თურმანიძის მალამოს კლინიკურ კვლევას დადებითი მიღებული შედეგებით. მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ჩეხი კალათბურთელის ბოგუსლავ დივიშის სასწაულებრივი განკურნება.

საქართველოში მყოფ სპორტსმენს ექსუდატური მრავალფორმიანი ჰემორაგიული ერითემის ტოქსიკური ფორმა დაუდგინეს (ე.წ. სტივენს-ჯონსის სინდრომი). სპორტსმენის კანი ისეთ დღეში იყო, რომ იგი ცოლმაც კი ვერ იცნო. მისი გადარჩენის იმედი არც მოსკოვიდან და არც ჩეხეთიდან მოწვეულ ექიმებს აღარ ჰქონდათ. პროფ. ბრაიცევის (მოსკოვი) თქმით ყოფილ სსრკ-ში ეს ამ დაავადების მე-5 შემთხვევა იყო – მანამდე 4 სიკვდილით დამთავრდა. გიორგი თურმანიძემ სამ კვირაში სასწაული მოახდინა – გამოჯანმრთელებული და მადლიერი სპორტსმენი ყოველგვარი ნაწიბურისა და ნაიარევის გარეშე დაუბრუნდა თავის სამშობლოს და დღემდე კავშირს არ წყვეტს ექიმის შთამომავლებთან.

ტრადიციის მიხედვით მალამოს დამზადების საიდუმლო კაციდან კაცს გადაეცემოდა.

ეს ტრადიცია დღემდე არ დარღვეულა. 

მალაქია თურმანიძის პირდაპირმა შთამომავლებმა, შვილიშვილ ზურაბ თურმანიძის თაოსნობით 2008 წელს დააარსეს შპს ”თურმანიძე პლიუსი”, ერთმანეთს შეუხამეს ძველი ხალხური ტრადიცია და თანამედროვე მედიცინის მიღწევები.  

ზურაბ თურმანიძე (დაბ. თარიღი 1937წ) რომელიც აგრძელებს გვარის ტრადიციებს, არის ნახევრსაუკუნოვანი უწყვეტი პრაქტიკის მქონე ექიმი-ქირურგი.

სხვა მრავალ მადლიერ პაციენტთა შორის არის მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი ბორის პოკროვსკი, რომელსაც უშედეგოდ მკურნალობდნენ კრემლის საავადმყოფოში.

ზურაბ თურმანიძე მიწვეული იქნა მოსკოვში თავისი საგვარეულო მალამოთი, მან სრულად განკურნა სახელგანთქმული რეჟისორი უმძიმესი ფორმის ფურუნკულოზისგან. 

კომპანიის წარმოებული პროდუქტი სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა ხუთი სხვადასხვა სახით. “თურმანიძე + ბალზამი დამწვრობისთვის”, “თურმანიძე + ბალზამი ანტისეპტიკური”, “თურმანიძე + მალამო ბუასილისთვის,” “თურმანიძე + მალამო ნაწოლებისთვის”,  “თურმანიძე + მალამო ბავშვებისთვის” და სიახლე – „ანტისეპტიკური ხსნარი თურმანიძე +“, რომელიც კომპანიამ გამოუშვა 2020 წელს პანდემიის დროს.

ხსნარმა წარმატებით გაიარა სსიპ – ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (ე.წ.ლუგარი) ლაბორატორიული მოთხოვნები, რის შემდგომაც ჩაეშვა გაყიდვაში სააფთიაქო და სხვა სავაჭრო ობიექტებში.

მალამოებს წარმატებით აქვს გავლილი კლინიკამდელი (ცხოველებზე) და კლინიკური გამოკვლევები და მხოლოდ მას მერე არის რეგისტრირებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ. 

“თურმანიძე პლიუსის” მალამოების ბუნებრივი შემადგენლობა პრაქტიკულად გამორიცხავს უკუჩვენებებს, ალერგიულ რეაქციებს, არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და წარმატებით გამოიყენება დიაბეტით დაავადებული უფროსებისა თუ ბავშვებისათვის, უსაფრთხოა ორსულთა და ახალშობილთათვის. 

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image