მალამო ბუასილისთვის
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ ეპითელიზაციას, ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას.
ჩვენება: შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის კონსერვატული თერაპია; ანალურ მიდამოზე ოპერაციების (ჰემოროიდექტომიის და ფისურექტომიის) შემდგომი პერიოდი.