მალამო ნაწოლებისთვის

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.  

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.  

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების-ნაწოლების მკურნალობის დროს.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

გამოყენების წესი: დაზიანებული ზედაპირის-ნაწოლის სათანადო დამუშავების შემდეგ, საჭიროა სამფენა დოლბანდზე თხლად წასმული მალამოს დადება, დღეში ორჯერ.   

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ან 40გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში. ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვრგისიანობის ვადა: 5 წელი. 

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში. 

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’ 

www.turmanidzeplus.ge

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image