პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ვარდის არომატიზატორი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, დამხმარე ნივთიერება- სამედიცინო ცარცი.
ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
გამოყენება სხვადასხვა ხარისხის საყოფაცხოვრებო და თერმული დაზიანებებისას, ასევე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისას მიღებული დამწვრობისას, აჩქარებს კანის აღდგენას წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გამოყენების წესი: დამწვარ ზედაპირს ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ აფარებენ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: მალამო მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში; ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’; www.turmanidzeplus.ge
შეიძინეთ ამერიკაში