პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი , მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.
ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება, შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის, წვის კონსერვატიული მკურნალობისას. ხელს უწყობს ჰემოროიდალური კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების შემდგომ პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ. ამოვიღოთ კოლოფიდან ტუბი და აპლიკატორი. აპლიკატორს მოვხსნათ დამცავი ხუფი და დავამაგროთ ტუბზე. გამოვდენოთ მცირე რაოდენობით მალამო რათა მოხდეს აპლიკატორის გაპოხვა. შემდეგ ხდება მალამოს ფრთხილად დადება, აპლიკატორის საშუალებით, დაზიანებულ უბნებზე გარედან, ან მისი ფრთხილად შეყვანა უკანა ტანში. დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ყოველი დეფეკაციის შემდეგ. გამოყენების შემდეგ აპლიკატორი ირეცხება და ეხურება დამცავი ხუფი.
უკუჩვენება: არ გამოვლენილა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა. არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება: 12 წლამდე ბავშვებში საჭიროა ექიმის კონსულტაციით.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენება არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ბალზამი მოთავსებულია 25 გ. ალუმინის ტუბში აპლიკატორთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი შპს „თურმანიძე პლიუსი“