ზოოკოსმეტიკური კრემი

კანის მოვლის საშუალება

დანიშნულება: ზოოკოსმეტიკური კრემი ეფექტურია ცხოველის საყოფაცხოვრებო და თერმული დაზიანების დროს, ასევე ნაკბენის, ზერელე ჭრილობის, წყლულების, მოყინვისა და გამოყელვისას, ძაღლების და კატების კანის მექანიკური დაზიანებისას. კრემი ხსნის სიწითლეს და ანთებას, ამშვიდებს ტკივილს, კვებავს და დადებითად მოქმედებს კანის საერთო მდგომარეობაზე, ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს. კრემი შედგება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული დაცვითი თვისებები გააჩნია. არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს, რაც ამცირებს ალერგიის რისკს.

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, სამედიცინო ცარცი. კრემის მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტებით. მზესუმზირის ზეთს აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, ფუტკრის სანთელი კარგი აღმდგენია, სამედიცინო ცარცი კი სორბენტია, რის გამოც აქვს შემაშრობელი ეფექტი. ფიჭვის ფისი სხვადასხვა ეთერზეთებს შეიცავს და მრავალი საუკუნის მანძილზე გამოიყენება დამწვრობების, წყლულების და დერმატიტის დროს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ანთებას და გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.

აღწერა: მოთეთრო-მოყვითალოს ფერის ერთგვაროვანი კრემი, დამახასიათებელი სუნით.

მოხმარების წესი: გამოყენების წინ ცხოველის დაზიანებული კანი უნდა მოიბანოს და შემშრალდეს. კრემი წაუსვით მხოლოდ დაზიანებულ მიდამოზე 1-2ჯერ დღეში.

მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის.

გაფრთხილება: ცალკეული კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა. მეფუტკრების პროდუქტების აუტანლობა. არ გამოიყენება ადამიანებისთვის. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის.

მაკეობა და ლაქტაცია: შესაძლებელია გამოყენება ცხოველის მაკეობისა და ლაქტაციის დროს.

შეფუთვის ფორმა: 40გ მალამო მოთავსებული პოლიპროპილენის ქილაში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურაზე. გაიცემა ვეტ ექიმის რეცეპტის გარეშე.

დამამზადებელი: შპს „თურმანიძე პლიუსი“. www.turmanidzeplus.ge

მოხმარების ვადა: 3 წელი დამზადების თარიღიდან.

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image